დღეს, გამთენიისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ავღანეთში გაემგზავრა.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ავღანეთში დისლოცირებულ ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებს და ერთ დღეს მათთან ერთად სამხედრო ბაზაზეც გაატარებს.
"ვიზიტის მიზანი ჩვენი ჯარისკაცების მხარდაჭერაა, რათა მათ იგრძნონ, რომ ავღანეთში მსახურობით ქართულ საქმეს აკეთებენ. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების მოვალეობაა მათ მორალურად და ფიზიკურად გვერდით დავუდგეთ. ამიტომაც, ჩვენ ერთ დღეს ჯარისკაცებთან ერთად გავატარებთ და სიმბოლურად, მათთან ერთად გავივლით ყველა იმ ხიფათს, რომელსაც ისინი ავღანეთში ყოფნის დროს ხვდებიან", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს ავღანეთში გამგზავრებამდე.