დღეს, 15 აპრილს, 12:00 საათზე, კავკასიის სახლში საქართველოს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია პოლიტიკურ პარტიებს "საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გავრცობილ კონცეფციას" და კომისიის ერთი წლის მუშაობის შედეგებს გააცნობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიიდან აცნობეს, შეხვედრაზე მიწვეულები არიან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიათა წარმომადგენლები.
კონცეფცია, რომელზედაც კომისია ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, მოიცავს სახელმწიფოს მოწყობის, სასამართლო ხელისუფლების, საარჩევნო სისტემის, ადამიანის უფლებების, კონსტიტუციის გადასინჯვისა და სხვა საკონსტიტუციო ნოვაციებს, რომლებიც შეთავაზებული საზოგადოებისთვის პირველად იქნება.
შეგახსენებთ, რომ კონცეფციის განხილვა 14 აპრილს დაიწყო და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.