საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური 24-26 აპრილს სამუშაო ვიზიტით იორდანიას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, ვიზიტის პროგრამა დაზუსტების პროცესშია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს იორდანიელი კოლეგა მიიღებს.
სავარაუდოდ, შეხვედრები გაიმართება ადგილობრივი ბიზნესწრეების წამომადგენლებთანაც.
გილაური იორდანიაში ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან ერთად გაემგზავრება.