"ალიანსი საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, სულხან ღლონტის შეფასებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მთავრობის იმიტირებული სხდომა იყო.
"დღეს მთავრობის იმიტირებული სხდომა ვიხილეთ, რომელიც ვარშალომიძის მონაწილეობით ჩატარადა. ბოლო დროს ასეთ სპექტაკლებს ხშირად ვხედავთ, სადაც მსახიობების ნაცვლად მთავრობის წევრები მონაწილეობენ. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ ამ მთელი ამ წლების განმავლობაში ადმინისტრირება ვერ ხერხდება. სინამდვილეში თუ 2004 წლიდან ასეა, პრობლემის მოგვარება ადრე უნდა გახსენებოდა. ასე რომ, დღევანდელი სპექტაკლიც წიანსაარჩევნო კამპანიის ნაწილია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ღლონტმა.
მან მაგალითად აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები მოიყვანა, როდესაც ვარშალომიძემ ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური აჭარაში ჩაიყვანა და მკაცრი გაფრთხილება მისცა, რომ რეგიონში კოლექტიური მრიცხველების პრობლემა მოეგვარებინათ.
"კოლექტიური მრიცხველების პრობლემა დღემდე არსებობს. ეს მაშინაც წინასაარჩევნოდ მოხდა და ახლაც ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიისთვის კეთდება", - აღნიშნა მან.