უკრაინის უმაღლესი რადა დღეს რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. სხდომას პარლამენტში მთავრობის წევრებიც დაესწრებიან. მინისტრები პარლამენტარებს რუსეთისთვის დასაწესებელი ფინანსური და ეკონომიკური სანქციების პაკეტს წარუდგენენ, რის შემდეგაც კანონპროექტს კენჭს უყრიან. არსებული კონფლიქტის მიუხედავად, კიევი და მოსკოვი ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობას განაგრძობენ.
მასალის გამოყენების პირობები