აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის მტკიცებით, მას ზურაბ ნოღაიდელთან არავითარი კავშირი არ აქვს.
"ნოღაიდელთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს. პირიქით, მის მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი. შესაბამისად არ შეიძლება მის თამაშს ვთამაშობდე". _ ასე ეხმაურება ვარშალომიძე ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვარშალომიძის მიერ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მისამართით გაკეთებული კრიტიკური განცხადებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ "ნოღაიდელის თამაში ითამაშა", _ შეგახსენებთ რომ ექსპერტების შესაბამისი მოსაზრება პრესაში გავრცედლა.