"ეროვნულმა საბჭოს" ლიდერებმა ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში ინგლისური წარწერები გააპროტესტეს.
"თუ ქართულ ენას საფრთხე ადრე რუსული ენისგან ელოდა, დღეს ინგლისურის მოძალებაა. არ ვარ წინააღმდეგი, რომ თბილისში იყოს ინგლისური წარწერებიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათთან ერთად ქართული წარწერაც უნდა იყოს",- განაცხადა კობა დავითაშვილმა.
ამასთან, "კონსერვატორების" ლიდერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, იმის გამო რომ ხელისუფლება ქართული ენის საკითხს საერთოდ არა აქცევს ყურადღებას, თბილისშიც კი რუსთაველის გამზირზე ქართული ენა იგნორირებულია.
"მსოფლიო ბრენდები, რომლებიც სხვა ქვეყნებში მათ ენაზეც აკეთებენ წარწერებს, ჩვენთან ამას არავინ არ ავალდებულებს", - აღნიშნა ძიძიგურმა.