ლეიბორისტული პარტია საქართველოს ხელისუფლებას ქართული ენის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი დამოუკიდებლობის მოჩვენება იმითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ენა, ქართული ენა კვლავ საფრთხის წინაშე დგას. ანტიეროვნულ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო ინგლისურ ენოვან ქვეყნად გადააქციოს და ეს ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადონ", - აღნიშნა გუგავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება.