ქართულ-რუსულ კონფლიქტში როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საფრანგეთის დელგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"მთლიანად ევროპამ და საფრანგეთმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მოხდეს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია. იმ დოკუმენტებში, რომლებიც იქმნება ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეთნიკურ წმენდას უნდა დაერქვას ეთნიკური წმენდა, ოკუპაციას კი ოკუპაცია", - განაცხადა გიგი წერეთელმა და დასძინა, რომ აღნიშნული საკითხების მოგავრებაში საფრანგეთის პარალმენტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
მისი თქით, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ფრანგმა და ქართველმა კანონმდებლებმა.
წერეთლის განმარტებით, საქართველო საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხები იყო დისკუსიის მთავარი თემები.
გარდა ამისა, სტუმრები ასევე დაინტერესდნენ ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ პოლიტიკური მდგომარეობით და გაიმართა დისკუსია დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.
აღსანიშნავია, რომ როგორც შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პარლამენტის დელეგაციის სწარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლაა, რათა შემდგომში საფრანგეთი საქართველოს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც საფრანგეთის პარალმენტის დელეგაციის წარმომადგენელმა ქრისტიან ბატაიმ განაცხადა დელეგაცია ვიზტის შესახებ სპეციალურ მოხსენებას მამზადებს, რომელსაც საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს გადასცემს.
საფრანგეთის დელეგაციის წევრები დღეს და ხვალ ასევე შეხვდებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წამადგენლებს. E