აჭარის რეგიონისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების ტექნიკურ საკითხებს მთავრობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
ამის შესახებ სოფლის მეურმეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩემი სამინისტროს მხრიდან ვარშალომიძის ყველა წერილს ადეკვატური პასუხი გაეცა. რაც შეეხება დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების საკითხს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და აღნიშნულთან ტექნიკურ საკითხებს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ",- განაცხადა კვეზერელმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, კი პრობლემები, რომელიც აჭარის მთავრობას ჰქონდა უკვე მოგვარებულია.