"ალიანსი საქართველოსთვის" დღეს ვაკის და საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ორივე რაიონში ახლა მემარჯვენეების წევრები იყრიან, კერძოდ კი ვაკის რაიონში - დავით საგანელიძე და საბურთალოს რაიონში მამუკა კაციტაძე.
მაჟორიტარებს დღეს "ალიანსის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წარადგენს. საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის დავით საგანელიძის წარგენა ვაჟა-ფშაველას ძეგლთან 16:00 საათზე, ხოლო ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის მამუკა კაციტაძის წარგენა 17:00 საათზე ვაკეში, გეგეშიძის ბაღთან გაიმართება.