"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" მერობის კანდიდატად გოგი თოფაძეს დღეს ოფიციალურად დასახელებს.
პარტია მერობის კანდიდატს დღეს რკინიგზელთა კულტურის სახლში ყრილობაზე დაასახელებს, ასევე დღესვე დაგეგმილია წინასაარჩევნო პროგრამის გამოქვეყნებაც.
"თბილისის ამომრჩეველს იმაზე მეტს არაფერ არ შევპირდებით რის გაკეთებაც არ შეგვიძლია. მე მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი მერს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, რასაც სააკაშვილის ბრძანებებს დაქვემდებარებული მერი ვერ შესძლებს", - აღნიშნა გოგი თოფაძემ.