"ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი ვალერი კვარაცხელია ქალაქის მერის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.
"ნეიტრალური საქართველო" 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. რაც შემეხება მე, თბილისის მერის თანამდებობაზე დაყენებულ კანდიდატურას ვხსნი, რადგან მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებზე ერთადერთი სწორი ფორმა ბოიკოტია", - განაცხადა კვარაცხელიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი დღეს პრესკონფერენციაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ თბილისის მერად კენჭისყრის სურვილი გაული წლის დეკემბერში გამოთქვა, რის შემდეგაც იგი სანკტ-პეტერბურგში, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ებრალიძესთან გაემგზავრა.
"ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი აცხადებდა, რომ თუ მას ალექსანდრე ებრალიძე მხარს დაუჭერდა, "ეს მისთვის დიდი მონაპოვარი იქნებოდა".