ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში გატარებაზე "მწვანეთა პარტიას", პოლიტიკურ ორგანიზაცია "მამულს", მერაბ კოსტავას საზოგადოებასა და "სამშობლოს უარი უთხრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი კომისიის მიერ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების ბათილად ცნობა გახდა.
"გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათ მიერ ცესკოში წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიები არაზუსტი იყო. პარტიებს ხარვეზების გამოსასწორებლად კანონით გათვალისწინებული დრო მიეცა, თუმცა ვერც ერთმა აღნიშნულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მხარდამჭერთა ზუსტი სიების წარმოდგენა ვერ შესძლო", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში.
შეგახსენებთ, რომ "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე თბილისის მერის პოსტისთვისაც კი აპირებდა ბრძოლას.