ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობა უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს ქმნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობის სწრაფი რეაგირების მექანიზმია. მისი მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კორდინაციის გაუმჯობესება და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფაა.
ჯგუფის წევრები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსნები.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი არჩევნებზე დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.