"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი მოსკოვში ვიზიტის გეგმავს. ამის შესახებ დავითაშვილმა "ეროვნული საბჭოს" ლიდერების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოსკოვში ვიზიტის დეტალებს ახლა ვაზუსტებთ. უახლოეს მომავალში გახდება პროგრამა ცნობილი, ვისთან გავმართავთ შეხვედრებს", - აღნიშნა "ხალხის პარტიის" ლიდერმა და დასძინა, რომ დეტალების დაზუსტების შემდეგ საზოგადოებას ვიზიტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძე-ნოღაიდელის შემდეგ მოსკოვში ვიზიტს "კონსერვატორული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგურიც გეგმავს.