"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია დიდი დიღმისა და ვაკის ამომრჩეველს შეხვდნენ. გრიგოლიამ და თარგამაძემ იოანე პეტრიწის ქუჩის ადგილობრივ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობა, ძირითადად, სოციალური პრობლემების გადაწყვეტის გზებითა და გადასახადების შემცირების პერსპექტივით დაინტერესდა.
იმავე თემატიკაზე იყო საუბარი მეორე შეხვედრაზედაც. გრიგოლია და თარგამაძე ვაკის ამომრჩევლებსაც შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ვაკის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გინესის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა იქნება.