დეპუტატი გია ცაგერიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს გლდანის ციხის მონახულების ნებართვას თხოვს. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც იგი აღნიშნავს, აინტერესებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირთა მდგომარეობა ციხეებში და ვინაიდან მათი ძირითადი ნაწილი იმყოფება გლდანის საპყრობულეში ითხოვს, რომ პარალმენტის თავმჯდომარემ აქ შესვლის უფელბა მისცვეს. აღნიშნული თხოვნით ცაგარეიშვილი დავით ბაქრქაძეს წერილობითი ფორმით უახლოეს დღეებში მიმართავს.
შეგახსენებთ რომ რეგლამენტის თანახმად რიგით დეპუტატს ციხეში შესვლისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რეკომენდაცია და პარალმენტის თავმჯდომარის თანხმობა სჭირდება.