თბილისის მერობის "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის გადადგომას ითხოვს.
აღნიშნულის მოტივად ივანიშვილი იმას მიიჩნევს, რომ "მთავრობამ ვერც რუსეთთან ომისა და ვერ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების დაძლევა შესძლო".
"მთავრობის უმოქმედობის გამო ქვეყნის ეკონომიკა და სოციალური სფერო ჩიხშია შესული. საქართველოს მთავრობამ, გილაურის მეთაურობით, ვერ შესძლო ვერც ერთი პროექტის განხორციელება. მოვუწოდებ მთავრობას, გააცნობიეროს თავისი უხერხემლობის და უნიათობის კატასტროფული შედეგები საქართველოსთვის და დაუყოვნებლივ გადადგეს", - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის განმარტებითაც, მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს და არა ტრადიციადქცეული ე.წ. კარუსელი დატრიალდეს.