"ეროვნული საბჭოს" ლიდერებიდან მოსკოვში ვიზიტისთვის კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური ემზადება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიაში განუცხადეს, თუმცა განმარტეს, რომ ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
ამ დროისთვის უცნობია ისიც, გაემგზავრება თუ არა რუსეთის დედაქალაქში პარტიის კიდევ ერთი ლიდერი კახა კუკავაც.
ამის შესახებ ლიდერები განცხადებას რამდენიმე დღეში თავად გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ნოღაიდელის გარდა "ეროვნული საბჭოს" სხვა ლიდერების მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ, თავად ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა გაავრცელა.