მორიგი თავდასხმა როშენზე. საკონდიტრო პროდუქტების მაღაზიას კიევში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ. მეტრო "პოზნიაკთან" მდებარე მარკეტს გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ქვები ესროლეს, რის შედეგადაც ვიტრინები ჩაიმსხვრა. შემთხვევის ადგილზე მათ შემდეგი შინაარსის წერილი დატოვეს: "შეუსრულებელი დაპირებებისთვის." კომპანია როშენი პრეზიდენტ პოროშენკოს კუთვნილობაში შედის. კომპანიის მაღაზიებზე თავდასხმები ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები