ხელები შორს მუჰამედ წინასწარმეტყველისგან! ჩვენ გვიყვარს მუჰამედ წინასწარმეტყველი! - ამ ლოზუნგებით გროზნოს ცენტრალურ მოედანზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ანტიისლამური კარიკატურები გააპროტესტეს და დასავლეთი ისლამოფობიის გაღვივებაში დაადანაშაულეს. აქციას ჩეჩნეთის ლიდერიც შეუერთდა. "დღეს აქ ამდენი ხალხი იმისთვის შეიკრიბა, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ: ჩვენ არავის მივცემთ ისლამზე ხუმრობის უფლებას. ჩვენ მუსლიმთა გრძნობების შეურაცხყოფას არავის დავუთმობთ,"-განაცხადა რამზან კადიროვმა.
მასალის გამოყენების პირობები