დონეცკის აეროპორტის გარშემო ვითარებას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერციების ძალები აკონტროლებენ.
შეთანხმებული საომარი მოქმედებების შედეგად მათ სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია ტერორისტი მებრძოლებისგან გაწმინდეს.
ამის შესახებ, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციის საფუძველზე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.
,,უკრაინელი კიბორგები იარაღით, საბრძოლო მასალით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფილნი არიან. მათ ინტერესებს ემსახურება გარკვეული ძალები, რომელთაც ჩვენი მეომრებისთვის დახმარების გაწევა ევალებათ." - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კვირას, საარტილერიო ცეცხლის დახმარებით ბრძოლის ველიდან ,,კიბორგების" ევაკუაცია მოახერხეს.
,,ყველა დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც მათ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის აეროპორტის მიდამოებში წარმოებული ბრძოლებისას დაიღუპა 3 და დაიჭრა 31 სამხედრო მოსამსახურე." - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები