„როსტრუდმა" რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწრთვნელისთვის გადასახდელი სახელფასო დავალიანება დათვალა. უწყების დაანგარიშებით, რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ფაბიო კაპელოს კავშირმა არა 181, არამედ 600 მილიონი რუბლი უნდა გადაუხადოს, რაც დაახლოვებით 10 მილიონი დოლარის ექვივალენტია. გარდა ამისა, საფეხბურთო კავშირმა მოგების შემოსავლის და ერთიანი სოციალური გადასახადიც უნდა გადაიხადოს, რაც დამატებით 200 მილიონი რუბლია. დღეს რუსეთისბ საფეხბურთო კავშირმა კაპელოსთვის დავალიანების გადახდის პასუხისმგებლობა ოფიციალურად უნდა აიღოს. ვიტარებაში გასარკვევად დღეს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ჩავა.
მასალის გამოყენების პირობები