სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გიუმრიში მოწყობილ არეულობებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. არეულობის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სავარაუდოდ ხულიგნობისა და პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით გაასამართლებენ. მასშტაბური საპროტესტო აქციები ერევანსა და გიუმრიში 15 იანვარს მოეწყო. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის პოლიციელებიც არიან. სახალხო მღელვარების მიზეზი რუსი ჯარისკაცის მიერ ავეტისიანების ოჯახზე განხორციელებული თავდასხმა გახდა, რასაც ოჯახის 6 წევრი ემსხვერპლა.