უკრაინამ ევროპის 2017 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი თქვა. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა განაცხადა.
"ჩვენ არ შეგვიძლია ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედებებია, მსგავსი სახის ტურნირები გავმართოთ. გარდა ამისა, ქვეყანას საამისოდ არც ფინანსური რესურსები გააჩნია და არც ის ვიცით, თუ როდემდე გაგრძელდება ასეთი ვითარება,"-აღნიშნა ჟდანოვმა.