საფრანგეთის ქალაქ კოლომბში მძევალთა დრამა დასრულდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, პოლიციას ჩაბარდა. მძევალთა სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შეიარაღებული მამაკაცი ფოსტის შენობაში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და 3 მძევალი აიყვანა. პოლიცია მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ჯერჯერობით არ აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები