ლუკოილის ხელმძღვანელობა დონბასელ სეპარატისტთა დაფინანსებას კატეგორიულად უარყოფს. საგანგებო განცხადება კომპანიის პრეს-სამსახურის უფროსმა ვიტალი მატუშკინმა გააკეთა. მისივე თქმით, არც ლუკოილსა და არც მის შვილობილ კომპანიებს უკრაინის ტერიტორიაზე ნავთობი უკანონოდ არ შეუტანია და არც დონეცკისა და ლუგანსკის ანგარიშებზე გადაურიცხავს თანხა. ლუკოილი და ვეტეკი უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტერორისტთა მხარდაჭერასა და არალეგალური გზით უკრაინაში ნავთობის გადატანაში დღეს დაადანაშაულა. კომპანიების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები