კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში დამატებით ძალებს გზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. "ჩვენ დავანახებთ მათ, რომ ზავი სისუსტის ნიშანი არ არის. და ვინც მის დარღვევას ცინიკურად და თავხედურად შეეცდება, ამისთვის პასუხს სიცოცხლით აგებს,"-აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. 20 იანვრიდან პოროშენკოს განკარგულებით ქვეყანაში მობილიზაციის ახალი ტალღა იწყება. პირველ ეტაპზე სამხედრო სამსახურში 50 ათას წვევამდელს გაიწვევენ.
მასალის გამოყენების პირობები