უკრაინის უშიშროების სამსახური კომპანიებს, "ლუკოილსა" და "ვეტეკს"დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტთა დაფინანსებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის მრჩეველმა მარკიან ლუბკივსკიმ სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" დაწერა. მისივე თქმით, ორივე კომპანიის წინააღმდეგ კიევში სისხლის სამართლის საქმე 209-ე და 258-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებას ითვალისწინებს. უკრაინული მხარის მტკიცებით, 2013-2014 წლებში "ლუკოილის" ხელმძღვანელებმა სხვადასხვა კომპანიების საშუალებით უკრაინაში 2 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები გადაიტანეს და უკანონოდ გაყიდეს. მიღებული თანხა კი დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს გადაერიცხათ.
მასალის გამოყენების პირობები