სერგელ ლავროვი რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის სატელეფონო დეტალებზე საუბრობს, რომელიც გუშინ საღამოს შედგა. რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. პუტინმა და მერკელმა დონბასის ეკონომიკური აღორძინებისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. პუტინთან საუბრამდე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერს დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვევის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც ყირიმის ანექსიისა და დონბასის კრიზისში მონაწილეობის გამო ამას არ იმსახურებს.
მასალის გამოყენების პირობები