გასულ კვირას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამოძიების ფარგლებში, საფრანგეთის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 12 ეჭვმიტანილი დააკავეს.
მათ ტერორისტ ძმებ კუაშებთან და მათ თანამზრახველთან ამედი კულიბალისთან კავშირში სდებენ ბრალს.
დაკავებულთა შორის 9 მამაკაცი და 3 ქალია.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ისინი შესაძლოა ტერორისტების ,,ლოჯისტიკური მხარდაჭერის" ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებიც მათ იარაღითა და სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფდნენ.
ფრანგი სამართალდამცავები ჩხრეკის სერიებს და რეიდებს პარიზის შემოგარენში, ფლიორი-მეროჟის, გრინის და ეპინე-სიურ-სენის რაიონებში ყოველდღიურად ატარებენ.
რეიდებს აგრძელებენ, ასევე, მონრუჟის რაიონში, სადაც ამედი კულიბალიმ პოლიციის თანამშრომელი მოკლა.
სამართალდამცავები ცდილობენ კულიბალის მეგობარი ქალის, ჰაიატ ბუმედიენის კვალზე გავიდნენ, რომელიც ამჟამად შესაძლოა სირიაში იმყოფებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები