ტონგას სამეფოს, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით 170 კუნძულზეა განთავსებული, ამ დღეებში კიდევ ერთი კუნძული შეემატა.
ახალი კუნძული ტონგაში ვულკან ჰუნგა ჰააპაის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა.
წყალქვესა ვულკანი უკვე ერთ კვირაზე მეტია ამოქმედდა და ყოველდღიურად, საათში რამდენჯერმე 400 მეტრის სიმაღლეზე ლავას აფრქვევს.
ახალი კუნძული დედაქალაქ ნუკუალოფიდან 65 კილომეტრის დაშორებით წარმოიქმნა. მისი სიგრძე 2 კილომეტრს, სიგანე კი 1 კილომეტრს აღწევს.
ჯერ-ჯერობით ახალ, უსახელო კუნძულზე ფეხი არავის დაუდგამს.
ვულკან ჰუნგა ჰააპაის ამოქმედების გამო ტონგას სამეფო ერთი კვირაა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. მის დედაქალაქ ნუკუალოფიში ავსტრალიიდან და ახლი ზელანდიიდან ყველა ავიარეისი გადაიდო.
ტონგას მთლიანი ტერიტორიის ფართობი 750 კვ.კილომეტრია. ერთმანეთისგან ათობით და ათასობით კილომეტრით დაშორებული კუნძულების უმეტესობა დაუსახლებელია.
სამეფოს მოსახლეობის რიცხვი 105 ათასს ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 70 % მთავარ კუნძულ ტონგატაპუში ცხოვრობს.