საინფორმაციო სააგენტო ,, FRnace Pressis ცნობით, ბრიუსელის და ანტვერპენის ებრაულ სკოლებში დღეს სწავლის პროცესი მთლიანად შეწყდა.
ამის მიზეზი მოსალოდნელი ტერაქტების სერია გახდა.
სკოლებში სწავლის შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტერორისტული მუქარების ხარისხი ოთხ ბალიანი სისტემიდან სამი ბალით შეფასდა.
ბელგიის სამეფოს პროკურატურამ გასულ ხუთშაბათს ჟურნალისტებს აცნობა, რომ პოლიციამ ქალაქ ვერვიეში ჩატარებული სპეცოპერაციისას ორი ისლამისტი მოკლა, ერთი კი დააკავა.
,,ტერორისტული ჯგუფი უახლოეს დროებში ბელგიაში ძლიერი ტერორისტული აქტებისთვის ემზადებოდა." - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ბელგიის პროკურატურის თანამშრომელმა.
ბელგიის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამეფოს სპეცსამსახურებმა ისლამისტი ტერორისტების გამოსავლენად და დასაკავებლად ათამდე ოპერაცია ჩაატარეს.
ბელგიის პოლიციამ ქალაქ ვერვიესა და ბრიუსელის ზოგიერთ რაიონში რეიდები იმ პირთა დასაკავებლად ჩაატარა, რომლებიც გასულ კვირას პარიზში ლიკვიდირებული ტერორისტის ამედი კულიბალისთან იყვნენ კავშირში.
მასალის გამოყენების პირობები