მადრიდის "რეალმა" ესპანეთის თასის 1/8 ფინალის გადალახვა ვერ შეძლო. სამეფო კლუბმა საკუთარ მოედანზე „ატლეტიკო" ვერ დაამარცხა. მადრიდული დერბი საყაიმო ანგარიშით 2:2 დასრულდა, რაც ¼ ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. მასპინძელთაგან თავი სერხიო რამოსმა და კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინეს, სტუმართაგან კი „რეალის" კარი ორჯერ ფერნანდო ტორესმა დალაშქრა. ¼ფინალში ატლეტიკო ბარსელონას დაუპირისპირდება.
მასალის გამოყენების პირობები