ლონდონური "ჩელსის" ხელმძღვანელობა უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს. ბრიტანული "დეილი მეილის" ინფორმაციით, პარიზში "სენ ჟერმენთან" შესახვედრად "ჩელსი" გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩავა, რაც პარიზის ტერაქტებს უკავშირდება. ლონდონის "ჩელსისა" და "პარი სენ ჟერმენის" შეხვედრა 17 თებერვალს "პარკ დე პრენსის" სტადიონზე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა კი ლონდონში 11 მარტს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები