კანონი იმპერიულ ამბიციებზე მაღლა დგას! სტრატეგიულო პარტნიორო, იყავი ადამიანი!- ამ ლოზუნგებით ერევანში თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა რუსი ჯარისკაცის მიერ მოკლულ ავეტისიანების ოჯახს პატივი მიაგეს და დამნაშავის სომხური მხარისთვის გადაცემა მოითხოვეს, რასაც რუსული მხარე ამ დრომდე არ თანხმდება. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა და 15-მდე აქტივისტი დააკავა. მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება გიუმრიშიც, სადაც სამხედრო ბაზიდან გამოქცეულმა რუსმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიანოვმა 6 ადამიანი მოკლა. აქციის დარბევის შედეგად გიუმრიში 12 ადამიანი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები