ბელგიაში მასშტაბური სპეცოპერაცია დასრულდა. პოლიციამ ქალაქ ვერვიეში ორი ჯიჰადისტი მოკლა. მესამე ისლამისტი დაკავებულიაა. სპეცოპერაციისას პოლიციელთაგან არავინ დაშავებულა. ბელგიის გენერალური პროკურორის, ერიკ ვან დერ სიპტის განცხადებით, ჯიჰადისტები ბელგიაში რამდენიმე დღის წინ სირიიდან დაბრუნდნენ და ქვეყნის ტერიტორიაზე მასსტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ. როდესაც მათთან პოლიციელები ჩხრეკის ორდერით მივიდნენ, ჯიჰადისტებმა ცეცხლი გახსნეს.
მასალის გამოყენების პირობები