ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოსკარის ნომინანტია.ცოტა ხნის წინა ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო პრეტენდენტები დაასახელეს.
ოსკარზე ,,მანდარინებს" კონკურენციას გაუწევს ოთხი ნამუშევარი.
ამავე კატეგორიაში წარდგენილია ფილმი "ლევიათანი" რუსეთიდან, რომელმაც "ოქროს გლობუსის" დაჯილდოვების ცერემონიაზე გამარჯვება უკვე მოიპოვა .
დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.
ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის დროს ვითარდება და ის აღწერს აფხაზეთში მცხოვრები ესტონელის ცხოვრებას. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთიდან გაიყვანა, თუმცა რამდენიმე მათგანი თავისი სურვილით დარჩა.
ფილმში მოთხრობილია ერთ-ერთი ასეთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობაზე.
იხილეთ ბმული: http://www.youtube.com/watch?v=U1G_C6ygtRA#t=5420