ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო მაღალსიქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა ამ მიზნით მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას მთელს საქართველოში მაგისტრალური საკაბელო სისტემის შექმნისთვის.
,,მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იმისთვის, რომ მთელს საქართველოში მაგისტრალური საკაბელო სისტემა შეიქმნას და 2000-მდე დასახლებულ პუნქტში, კერძოდ, 19 63 დასახლებულ პუნქტში მივიდეს ხელმისაწვდომი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის. შაუბარია მაგისტრალური სადენური სისტემის შექმნაზე. კომპანია, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს ვალდებული იქნება, რომ სამი წლის განმავლობაში მოახდინოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელების უზრუნველყოფა რომლის შემდეგ უფრო მცირე ზომის პროვაიდერები მოახდენენ საბოლოო მომხმარებლამდე ინტერნეტის მიყვანას. დღეიდან, სამი წლის თავზე, დაახლოებით, 2017 წლის ბოლოს გვექნება მთელი საქართველო მაღალსიქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი", _განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.