პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსაბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმდომარემ მათიას ეორშმა ევროსაბჭოს წინაშე რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ განცხადება შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ის ვალდებულებები, რომლებიც მოსკოვმა ევროსაბჭოს წინაშე იკისრა.
ბაქრაძის თქმით, ფაქტია, რომ საქართველო აღებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო რუსეთმა ამ დრომდე არც ერთი ვალდებულება არ შეასრულა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, უკვე დადგა ის ეტაპი, როცა ევროსაბჭომ საკუთარი პრესტიჟი უნდა დაიცვას და რუსეთს შეასრულებინოს ევროსაბჭოს რეზოლუციებით აღებული ვალდებულებები.