სომხებმა რუსეთის დროშა ფეხქვეშ გათელეს. 1000-მდე სომხეთის მოქალაქე გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზასთან შეიკრიბა და პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა ფეხქვეშ გათელა. შეკრებილები რუსეთისგან ავეტისიანების ექსსულიანი ოჯახიდან ხუთის მკვლელობასა და ერთი მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულ რუსი სამხედრო ჯარისკაცის გადაცემას ითხოვენ.
რუსეთმა ჯარისკაცის გადაცემაზე რუსეთა და სომხეთს შორის არსებული ხელშეკრულებისა და რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, უარი განაცხადა.
რუსმა ჯარისკაცმა ვალერი პერნიაკოვმა ავეტისიანების ოჯახი 12 იანვარს ამოხოცა და თურქეთში გაქცევას შეეცადა, თუმცა ის საზღვარზე დააკავეს. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ტრაგედიამ სომხურ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ ახალი პროტესტი გააჩინა. სომხური საზოგადოების ნაწილი ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანას ითხოვს.