ქრისტიან-დემოკრატები თბილისის სხვადასხვა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ლევან ვეფხვაძე და ინგა გრიგოლია დღეს სამტრედიის ქუჩაზე ამომრჩევლებს შეხვდნენ. შეხვედრას დიდუბის რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძეც ესწრებოდა.
ქრისტიან-დემოკრატები თეატრ "სახიობაში" ნაძალადევის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ და წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.