"ედპ" "ქრისტიან-დემოკრატებთან" საარჩევნო კონსულტაციების გამართვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
ამის შესახებ დღეს დეპუტატმა გურამ ჩახვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა,რომ მათ კონსულტაციები არც თორთლაძის პარტიასთან და არც ედპ-სთან არ ჰქონიათ.
ჩახვაძე ინფორმაციით კი, აღნიშნული კონსულტაციები მართლაც გაიმართა, თუმცა ედპ-მ ბლოკში გაწევრიანებაზე თავი შეიკავა.
ამასთან, ჩახვაძე იმ მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუ რატომ მიიღო ედპ-მ აღნიშნული გადაწყვეტილება.
"თავს არ მივცემ უფლებას ეს მიზეზები დავასახელო, მაგრამ გეტყვით, რომ ედპ-ს სურდა პარტიებს მემარჯვენე ცენტრი შეექმნათ მაგრამ ამაზე შეთანხმება ვერ მოახერხა", - აცხადებს ჩახვაძე.
Q
ქრისტიან-დემოკრატებმა კი დღეს პარტია "ჩვენ თვითონთან" და "ქრისტიან- დემოკრატიული სახალხო პარტიასთან" საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განცხადება დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.