გიორგი თარგამაძის საარჩევნო ბლოკის წევრი თამაზ კვაჭანტირაძე იქნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, კვაჭანტირაზე სწორედ იმ პარტიის წევრი და დამფუძნებელია, რომელთანაც ბლოკის შექმნის შესახებ განცხადება თარგამაძემ დღეს ოფიციალურად გააკეთა. ეს არის პარტია"ქრისტიან-დემოკრატები _ სახალხო პარტია".
აღსანიშნავია, რომ გიორგი თარგამაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არ მოისურვა დაეკონკრეტებინა ბლოკის შექმნის დეტალები, თუმცა აღნიშნა, რომ ბლოკში შემავალ ახალ პარტიას არ სჭიირდებოდა საარჩევნოდ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება და ამ მხრივ ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა.