საქართველოს პარლამენტი წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობის გრაფიკს შემიმუშავებს.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მიმართვა უკვე შევიდა, რომ პარლამენტმა საარჩევნო პერიოდში განსაზღვრული გრაფიკით იმუშაოს.
დეპუტატებიო აცხადებენ, რომ მაჟორიტარებს საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართვა უწევთ, შესაბამისად, პარლამენტშიც და წინასაარჩევნო კამპანიაში ერთობლივად მუშაობას ერთმანეთს ვერ შეუთავსებენ.
"აუცილებელია უახლოეს დღეებში პარლამენტი შეთანხმდეს, თუ წინასაარჩევნო გრაფიკით საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა როგორ წარიმართება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე საკომიტეტო და მომავალი სასესიო კვირა ჩვეული პროცედურით ჩაივლის.