საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ სახელმწიფო მოხელეები საარჩევნო პროცესებში ჩარევას გაბედავენ, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ცესკო და 5 არასამთავრობო ორგანიზაცია გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენების საკითხებს გააკონტროლებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, მან პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდება აღნიშნული მემორანდუმის წესები დაიცვან, ხოლო სახელმწიფო მოხელებს საარჩევნო პროცესში ჩართვისგან თავის შეკავება ურჩია.
"ყველამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაშიUიძულებულნი ვიქნებით მათ წინააღმდეგ განსაზღვრული ღონისძიებები გავატაროთ. ეს ყველაფერი კი კეთდება იმისათვის, რომ არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად და გამჭირვალედ ჩატარდეს", - აღნიშნა ბაქრაძემ.