ოპოზიციური პარტიები დიპლომატიურ კორპუსს მიმართვას უგზავნიან.
პარტიების ლიდერებმა დოკუმენტს ხელი დღეს, სახალხო დამცველის ოფისში მოაწერეს.
პოლიტიკური უმცირესობა დიპლომატებისგან ეკა ბესელიას ძმისა და შვილის საქმესთან დაკავშირებით 15 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომის მონიტორინგს ითხვენ.
"მივმართავთY ყველა ელჩს, ყველა უფლებადამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ეს პოლიტიკური დევნა შეწყდეს", - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.
დიპლომატიური კორპუსისთვის განკუთვნილ მემორანდუმს სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად "ალიანსი საქართველოსთვის" და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოც" შეუერთდნენ.