მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მიერ თბილისის მერის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლოა დასახელებას უარყოფს.
როგორც გაჩეჩილაძემ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, "ეს ამბავი პირველად გაიგო".
"მე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, თუმცა ეს ამბავი პირველად მესმის", - განმარტავს გაჩეჩილაძე.
მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" მიერ თბილისის მერის პოსტზე გაჩეჩილაძის კანდიდატურის შესაძლო დასახელების შესახებ ინფორმაცია პრესაში გავრცელდა. არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გაჩეჩილაძე და პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე კვირის წინ, პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.