"ალიანსმა საქართველოსთვის" ამომრჩეველთა სიის მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.
70 018 უზუსტობა თბილისში და 8 635 ხარვეზი რეგიონებში - ასეთია მონიტორინგის შედეგები.
როგორც "ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამომრჩეველთა სიაში აღმოჩენილი ხარვეზები ძირითადად გარდაცვლილებსა და საზღვარგარეთ წასულებს, ასევე ერთი და იგივე მისამართზე უკანონოდ რეგისტრირებულთა ფაქტებს შეეხებათ.
"ალიანსმა" სიის მონიტორინგი მხოლოდ დედაქალაში, 14 მაჟორიტარულ ოლქში აწარმოება. მონიტორინგის შედეგები ცესკოს უკვე გადაეგზავნა.